ნავიგაცია
სოფელი წითელმთა

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

წითელმთის წმინდა გიორგის ტაძრის სურათები შეეწიეთ ტაძარს

ტაძრის სურათები

შეეწიეთ ტაძარს

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ ერთი ტაძარი შეემატა. გურიაში შემოქმედის ეპარქია. შემოქმედი - სოფელი წითელმთა.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია-II-ს და მიტროპოლიტ იოსების ლოცვა-კურთხევით, სოფელ წითელმთაში მცხოვრებმა მალხაზ (მიქაელ) კუჭუხიძემ, ღვთის შეწევნით, 2006 წელს დაიწყო ტაძრის მშენებლობა.

საძირკველი იკურთხა წმინდა გიორგის სახელზე. კურთხევა აღასრულეს ახლად ბერად შემდგარმა მამებმა ელიზბარმა და იოსებმა.

პროექტი შეადგინა მხატვარმა და არქიტექტორმა ვახტანგ მამეიშვილმა.

შენობის გარე ფასადის იდეა ეკუთვნის დეკანოზ მათე გორდელაძეს.

მშენებლები იყვნენ ბენიამინ სამხარაძე და ბიძინა მგელაძე.

მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სოფლის ადგილობრივმა მოსახლეობამ, სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლებმა და სხვა ტაძრების მრევლმა.

ძირითადი დამფინანსებელი სპონსორი არავინ ყოლია, მაგრამ მალხაზი (მიქაელი) თხოვნით რამოდენიმე პიროვნებას დაუკავშირდა, დახმარება ითხოვა და მათაც ფინანსურად, სამშენებლო მასალით და ტექნიკით დახმარება გაუწიეს.

ყოველ წელს რამოდენიმე ადამიანთან ერთად ჩამოივლიდა სოფლებში შემოდგომით, ზოგი თხილით, ზოგი დანაზოგი თანხით ეხმარებოდა. ასევე სოფლის მოსახლეობა ეხმარებოდა რიგრიგობით სადილით მშენებლობის პროცესში.

ტაძრის ძირითადი მშენებლობა დასრულდა 2017 წელს. გახსნა იგეგმება 2018 წლის შობის დღესასწაულის შემდეგ.

დასასრულებელია სამრეკლო, მოსაწესრიგებელია სატრაპეზო და მიმდებარე ტერიტორია.

აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად გთხოვთ შეეწიოთ ტაძარს შეძლებისდაგვარად.

ღმერთი შეგეწიოთ! ამინ!

საქართველოს ბანკი. ანგარიშის ნომერი GE37BG0000000034653200

მიმღები: შემოქმედის ეპარქია, ოზურგეთი, სოფელ წითელმთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზ სვანიძე. ტ: 595318060

მშენებელი ორგანიზატორი მიქაელ კუჭუხიძე. ტ: 593664020